პარლამენტის დღევანდელი სხდომა 2-ჯერ ვერ გაიხსნა – დეპუტატები სხდომაზე არ მიდიან

საქართველოს პარლამენტის დღისთვის დაგეგმილი სხდომის გახსნა, სადაც დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიზეზი ამჯერადაც დეპუტატების გამოუცხადებლობაა, რის გამოც ქვორუმი ვერ გროვდება.

​პარლამენტის სპიკერმა რეგისტრაცია მეორედ გამოაცხადა, თუმცა, საჭირო რაოდენობის დეპუტატები არც ამჯერად მოგოვდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფება, თუმცა, ისინი რეგისტრაციას არ გადიან, რაც ბუნებრივია ქვორუმს აკლდება. მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციას პოლიტიკურ დემარშში ადანაშაულებენ.

10 წუთიანი შესვენების შემდეგ, რეგისტრაცია მესამედ გამოცხადდება.
დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო პარლამენტის სხდომა 16:00 საათისთვის გადაიდო.

მსგავსი თემები