პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან პუფები მიიტანეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პუფები მიიტანეს.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე აეწყობა ეკრანი და აქციის პარალელურად, მოეწყობა პანელი, სადაც ხალხი დისკუსიებს და პრეზენტაციებს გამართავს.

პარალელურად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ კასრები ხელით მიაქვთ. მათი განცხადებით, შეშისა და კასრების მანქანით მიტანის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. 

ამასთან, ამ მოძრაობის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეშით სავსე ერთ-ერთი მანქანა პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.

მსგავსი თემები