“პარლამენტთან ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია” – ივანე მაჭავარიანი

“შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას, თითოეულ უწყებას და მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან.

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებოდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის სხვა წევრებს. ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი, რაც შემუშავდა, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და უმრავლესობასთან ერთად იქნა შემუშავებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვინმეს უკმარისობის გრძნობა აქვს, ნამდვილად არაა მართებული. ჩვენ დავაწესეთ საკმაოდ კარგი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობა”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები