პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

მოშიმშილე ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობის აქციას. ცოტა ხნის წინ, ის შეუძლოდ გახდა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მივა გამოსაკვლევად. ბასილაია 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

​ასევე, შიმშილობა შეწყვიტა ვახტანგ სიხარულიძემ, რომელიც რუსთაველზე 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

პარლამენტის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება.

მსგავსი თემები