პარლამენტის შენობის წინ და მიმდებარედ განვითარებული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, საპროტესტო აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. არიან სხვა დაშავებულებიც, მათ შორის, დახლოებით 40-მდე სამართალდამცველია.
რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, ისინი, მოსახლეობას პარლამენტის შენობის წინ დღესაც იბარებენ. უცვლელია როგორც დისლოკაციის ადგილი, ისე დრო – 19:00.
როგორც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.
„კლინიკაში 24 ადამიანი შეიყვანეს. ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გამო დაწყებული პროტესტი ქუჩაში გაგრძელდა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა. პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.