პარლამენტართა ხელფასი არ იზრდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც საუბარია, რომ დეპუტატების ხელფასები იზრდება. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, მერვე  მოწვევის პარლამენტართა ხელფასები არ გაიზრდება.

„რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.

კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

 

მსგავსი თემები