პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენის, ჯარიმების შემოწმებისა და გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექპასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

როგორც “მთავარს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს: კერძო ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი; ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი; ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის – მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

მათივე ინფორმაციით, ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე, ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით და სწრაფი გადახდის აპარატებში.

მსგავსი თემები