“პანდემიური მზადყოფნის ფაზა გამოცხადდა – ინფექციამ მოიცვა ყველა კონტინენტი” – ამირან გამყრელიძე

„ვირუსი სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ. დღესთვის 65 ქვეყანაშია გავრცელებული, ყველაზე მეტი ჩინეთი,შემდეგ სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, იაპონია, ამიტომ ყურადღება ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღევანდელ მდგომარეობას განიხილავს პანდემიური მზარდყოფნის ფაზას რადგან მოიცვა ყველა კონტინეტი“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე იმ  მონაცემებს ეხმაურება, რაც მსოფლიოში დაავადებასთან დაკავშირებით დღეს დილიდან გავრცელდა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ჩინეთში კლების მაჩვენებლის პარალელურად იზრდება გავრცელების არეალი დანარჩენ მსოფლიოში.

„გლობალურად სიტუაცია ასეთია,  ჩინეთში დამშვიდებისკენ მიდის, ანუ  კლებისკენ. დილის მონაცემებით ყველაზე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული 202, სულ არის 80 000 ამავე დროს სასიამოვნოა 44 000 გამოჯანმრთელება, გლობალური მასშტაბით დილის მონაცემები არ გვაქვს. ასევე საყურადღებოა ის, რომ სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი,ვირუსმა მოიცვა ყველა თითქმის ყველა კონტინენტი.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები