“პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ღებრეიესუსის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია.

„ჩვენი ორგანიზაცია შეშფოთებულია ახალი შემთხვევების ზრდის გამო აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“, – განაცხადა ტედროს ღებრეიესუსმა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია მსოფლიოს სოლიდარობა.

„ვირუსი არ დამარცხდება, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით. თუ ჩვენ ვერ გავერთიანდით, ვირუსი გამოიყენებს ჩვენს შორის უთანხმოებას და მეტ ქაოსს გამოიწვევს. შედეგად, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მსგავსი თემები