“პანდემიიდან გამომდინარე შემოღებული გარკვეული შეღავათები მოქალაქეებს უნდა შეეხიდოს, რომ მშიერი არ დარჩნენ” – მამუკა მდინარაძე

“აბსოლუტურად ლეგიტიმურია კითხვა, ვის ეყოფა 200 ლარი – არავის, ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს – პურის ფული არის ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ საკითხს ცალკე თუ განვიხილავთ, აქაც შეცდომას დავუშვებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ბიზნესის ხელშეწყობა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ბანკებისთვის ხელშეწყობა, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი, რომელიც მილიონ ოჯახზე მეტს შეეწია – ეს არის გადაწყვეტილებები გადარჩენის ეტაპზე, რომელიც მოქალაქეებს რაღაცაში უნდა შეეხიდოს, რათა მშიერი არ დარჩნენ. დღეს ამ ეტაპზე ვართ და უნდა ვიფიქროთ განვითარების ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სწრაფი, სწორი და მართებული, სადაც აღსრულებაში ასევე პატარ-პატარა ხარვეზები იქნება, მაგრამ ამას გავუძლებთ, რათა ასეთივე შედეგები მივიღოთ, რასაც კოვიდ19-თან ბრძოლაში ვხედავთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები