„პანდემია უარეს სახეს მიიღებს“ – ვირუსი, პირველი მტერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას და მათ ხელისუფლებას აფრთხილებს. როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, დაავადება არ ჩერდება და ეს სწორედ ხელისუფლებისა და მათი მოსახლეობის ქმედებებზეა  დამოკიდებული.  

„კორონავირუსის“ პანდემია კიდევ უფრო უარეს და უარეს სახეს მიიღებს, თუ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა არ გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება შემთხვევების საშიში ზრდა. ეს ის ქვეყნებია, სადაც რისკების შემცირებისთვის დაწესებული ზომების აღსრულება და დაცვა არ ხდება“ – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

მისივე გაფრთხილებით, ვირუსი ვერაგია და ის მსოფლოს მოსახლეობის ნომერი პირველი მტერია: „ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი რჩება მოსახლეობის ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობის და ადამიანის ქმედებები ამას არ ეხმაურება“.

მსგავსი თემები