„პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის კუთხით გართულდა მდგომარეობა“- თამარ უგულავა

„პანდემია მოიაზრებს გეოგრაფიულ განვრცობას, რომელმაც შეიძლება ყველა ქვეყანა მოიცვას და საუბარია იმაზე, რომ დაავადებამ დააინფიციროს ბევრი ქვეყანა“- ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განაცხადა. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების, პანდემიის გამოცხადების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას სანიტარული ნორმების დაცვაზე ამახვილებს. როგორც თამარ უგულავა განმარტავს სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული თვალსაზრისით მდგომარეობა დღემდეც არასახარბიელო იყო. ის სააღმზრდელო პროცესს გრძელი ვადით შეჩერების რეკომენდაციას არ იძლევა თუმცა თვლის, რომ მგომარეობა სიტუაციის შესაბამისად უნდა შეფასდეს.თამარ უგულავა პანდემიის მნიშვნელობას განმარტავს.

„პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის კუთხით გართულდა მდგომარეობა. პანდემია ნიშნავს, რომ დაავადებამ ფეხი მოიკიდა ბევრ ქვეყანაში,მაგრამ როდესაც მრავალ ქვეყანაში ვრცელდება დაავადება აცხადებენ პანდემიად ყველაზე მაღალი სიტყვა პანდემიის გამოცხადებაში ეკუთვნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და შესაბამისად მოქმედებს, ეს შეიძლება ერთი მხრივ დადებითი მომენტიც იყოს, რადგან განსაკუთრებით ააქტიურებს უსაფრთხოების ნორმებს, რადგან ყველა ქვეყანა გადადის მზადყოფნის რეჟიმში და სრული მობილიზაციისთვის არის დადებით. საგულისხმოა, რომ ჩვენთან განსაკუთრებით რეგიონებში სანიტარული ნორმები დღემდეც არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ კუთხით“- განაცხადა თამარ უგულავამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე არნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ყველა რეკომენდაციას სათანადოდ ასრულებს და სრული კონტოლი გააჩნია შექმნილ ვითარებაზე. თამარ უგულავა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„თითოეულმა ადამიანმა იფიქროს თავის შვილზე, ამ ვირუსმა არ იცის საზღვები და გააზრების გარეშე ვერ დავიცავთ ოჯახებს, რადგან ჩვენი ერთი უპასუხისმგებლო საქციელი და ერთი ხელის არდაბანით შესაძლოა გავხდეთ ჩვენი შვილების დაავადების მიზეზი. პანდემიის შეჩერება ჩვენს ხელშია“ – განაცხადა თამარ უგულავამ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები