პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის განცხადებით,  22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არცერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

პაატა იმნაძის განმარტებით, გოგონა შინ მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.

მსგავსი თემები