ოჯახში ძალადობის განმეორება შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე და შესაძლებელია, ძალადობის განმეორებით ჩადენას, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაულის კლასიფიკაცია მიენიჭოს.

​როგორც გახარია აცხადებს, რამდენიმე ინიციატივას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს, მათ შორის ერთ-ერთი ოჯახში ძალადობის აღკვეთას ეხება.

“გვინდა, გამეორების ნაწილში ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

მსგავსი თემები