ოჯახური ძალადობის ფაქტზე პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოჯახში ძალადობის, ნივთის დაზიანებისა და ოჯახის წევრისთვის, სახის არეში დანით ჭრილობის მიყენების გამო, ბრალდებულ ბ.ა -ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ.გ.-ს მობილური ტელეფონი განზრახ, იატაკზე დაგდებით დააზიანა და ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ყელის არეში ხელები მოუჭირა, ხოლო მათ გასაშველებლად მისული ნ.გ-ს დედა, ი.გ. კედელს მიანარცხა, სახის არეში ხელი გაარტყა და ყელში ხელის წაჭერით მის დახრჩობას შეეცადა. აღნიშნულის გამო, კონფლიქტში ი.გ.-ს მეუღლე რ.დ. ჩაერია, რა დროსაც ბ.ა.-მ მას საკანცელარიო დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც რ.დ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ა. 2018 წლის 30 აპრილს, თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 11’-187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ), 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ა. დამნაშავედ ცნო.

მსგავსი თემები