ოჯახი, ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს, ერთი მანქანით ვერ გადაადგილდება

ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, ერთ კერძო მანქანაში 3 მგზავრზე მეტის ყოფნა დასჯადია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, აღნიშნული რეგულაცია ბავშვებსაც ეხებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დედა და მამა, ორ შვილთან ერთად ვერ გადაადგილდება.

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ? ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში, 3–ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს, ეს კეთდება, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა საუბარი“, – განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები