ოჯახის ერთადერთი მარჩენალი დედა, ლელა ჭაბაშვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა

იტალიის ქალა პრატოში, ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტებმა ასოციაცია A.I.S -ის სოციალურ გვერდზე განათავსეს.  

მათი ინფორმაციით, 57 წლის ლელა ჭაბაშვილი, 20 იანვარს, გარდაცვლილი იმ ოჯახის წევრებმა იპოვეს, სადაც ის მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია. მას საქართველოში მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ლელა ჭაბაშვილი სამშობლოში დატოვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. 

ქართველი ემიგრანტები ოჯახის დასახმარებლად თანხას აგროვებენ. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუქში აქვეყნებენ: “ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად თუ ვინმეს სურვილი აქვს გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებად საშუალება სანამ გადავასვენებთ მანამ იქნება ეს თანხა შესაგროვებელი გამჭვირვალობისათვის შეგიძლიათ მიუთითოდ თანხა კომენტარში რომელსაც თქვენ გაიღებთ”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს: “კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე. ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლელა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ. თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. 

“კიდევ ერთი ემიგრანტი ქართველი ქალბატონი დავკარგეთ. დილით დამირეკეს მისმა პატრონებმა სამსახურში. დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში, იტალიის ქალაქ პრატოში. ლელა ჭაბაშვილი. უდიდესი ტკივილია ჩემთვის და ყველა ნაცნობისთვის. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეუღლეს და ერთადერთ შვილს. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ლელა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი სახელით Magda Magda.  

მსგავსი თემები