“ოცნებაში” ახალ ადამიანებს ეძებენ, ე.ი პარტიას რესურსი არ გააჩნია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ ახალი წევრების მოსაზიდად დაწყებულ მუშაობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ როცა პარტია ახალი ადამიანების ძიებას ორგანიზაციის გარეთ იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას რესურსი არ გააჩნია. 

როგორც გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პოლიტიკურმა პარტიამ თავად უნდა აღზარდოს კადრები, ამისთვის გამოიყენოს პარტიული რესურსი საქალაქო, რეგიონულ და ა.შ დონეზე, წამოსწიოს ნიჭიერი, შრომისუნარიანი ადამიანები და არა CV-ების მიხედვით ეძებოს ისინი საჯარო სექტორში. 

“ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პარტიული დემოკრატია საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია. ეს ეხება როგორც მმართველ, ისე სხვა პარტიებსაც. როდესაც პარტია ეძებს ახალ პიროვნებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად პარტიაში არ არის ეს რესურსი. ვისურვებდი, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი რესურსი საკუთარ მხარდამჭერებიდან შეარჩიოს და ეს არ დაემსგავსოს ვაკანსიების გამოცხადებას ახალ კორპორაციაში”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მსგავსი თემები