„ოცნებას“ დიდი ძალისხმევა არც სჭირდება, დაზაფრული მოსახლეობა თავად უწევს ორგანიზებას მობილიზებას“ – პოლიტოლოგი

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამისი რესურსი არსებობს. ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, ვინც არ მივიდა არჩევნებზე, თუმცა, ისინი ყველანი დარაზმულად აპირებენ მეორე ტურში ჩაბმა“ – აღნიშნული განცხადება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, “პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა” თამარ კიკნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

პოლიტოლოგის შეფასებით, საზოგადოების მხრიდან არჩევნებზე პასიურობის მიზეზი ის გახდა, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში.

„ვისაც 9 წელიწადი კარგად ახსოვს, მათ კოშმარივით ახსენდებათ ის პერიოდი, სხვათა შორის, მეც მათ შორის ვარ. იმის გამო, რომ მათ ღიად ვაკრიტიკებდი, მომხსნეს სამსახურიდან, ჩემი მეუღლე დააპატიმრეს და რეპრესიები ძალიან საგრძნობი იყო. არჩევნების შედეგების შემდეგ, 9 წლიანი რეჟიმის განცდის სიმძაფრე აშკარად გამოიკვეთა. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ „ნაციონალები“ ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მოსახლეობის 54%-მა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მათ ეგონათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ისედაც გაიმარჯვებდა, თუმცა, შედეგი მათთვის ძალიან ნეგატიური აღმოჩნდა,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა „მთავარში“.

როგორც თამარ კიკნაძე ამბობს, თუ „ქართული ოცნების“ რეზერვებს გადავხედავთ, მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში წარმატება დადონ.

„თუ რეზერვებს კარგად დავთვლით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გაცილები მეტი შესაძლებლობა აქვს. ამისთვის საჭიროა საზოგადოების მობილიზება. “ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისხმევა არც სჭირდება, რადგან ამ შედეგით დაზაფრული მოსახლეობა თავად უწევს ორგანიზებას ჯგუფების აზრის მობილიზებას. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის ნიჰილიზმის საფუძველი ის იყო, რომ არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების იურიდიული და პოლიტიკური შეფასება. მოსალოდნელი საფრთხე რომ დაინახეს, მთელი მისახლეობა დარაზმულია და ცდილობს, რომ საკუთარი არჩევანი მეორე ტურში დააფიქსიროს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა „მთავარში“.

მსგავსი თემები