„ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში” – დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და შესაბამისად, შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას. ეს გარდაუვალია”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.

“არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. დასრულდება თუ არა არჩევნები, მიიღებენ რევოლუციას. თუმცა „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში.

ზოგადად კი, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ხოლო ვინც პარტიული ინტერესების გამო აპირისპირებს ახალგაზრდების, მომავალ თაობას, მათ, ვინც ქვეყნის მომავალი ერთად უნდა შექმნან, ამას უკვე ისტორია არ პატიობს არასოდეს!”, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები