ოქტომბრიდან, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფიან

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფიან.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ.

„პირველი ოქტომბრიდან იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ტაქსის ლიცენზია აიღოს  და შემდეგ, ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება A კატეგორიაში იყოს თუ B-ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე, ათივე გამგეობაში შესაძლებელი იქნება სერვისის მიღება. მსურველებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ არის 11 სერვისცენტრი – 10 გამგეობაში და ერთი მერიაში, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, ლიცენზია მიიღოთ და თქვენი ავტომობილი კატეგორიად დაყოთ. დღეს, უკვე 18 სექტემბერია და ჩემი თხოვნა იქნება, არ გადადოთ. დროულად მობრძანდით და მიიღეთ ლიცენზიები“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

მსგავსი თემები