„ოქრუაშვილს, რურუას და უგულავას როცა გამოუშვებენ, მაშინ ექნება მოპალარაკებას აზრი“ – იაგო ხვიჩია

“გირჩი” დიალოგს, ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდება.”

„იმისთვის, რომ საუბარს აზრი ჰქონდეს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია თვლის, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების შანსები, იმის შემდეგ გააქრო, როცა დიალოგის დროს უგულავა დაიჭირა.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, თალაკვაძესთან საუბრის დროს მათი პირველი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო: „ლაპარაკით ჩვენ ყველასთან ვლაპარაკობთ, პირადად მე, როცა შევხვდი თალაკვაძეს პირველ მოთხოვნად სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დავასახელე. დრეს პოლიტპატიმრები არიან „გავრილოვის” პატიმრები, ოქრუაშვილი, უგულავა, რურუა, “- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას ინფორმაციით მოლაპარაკებას მაშინ ექნება აზრი, როცა ხელისუფლება პროპორციულთან მიახლოებულ მოდელს შესთავაზებს ოპოზიციას.

ხვიჩიას ინფორმაციით ხელისუფლებამ, იმისთვის, რომ მოლაპარაკება განახლდეს ოპოზიციას მინიმუმ 100/20- ზე მოდელი უნდა შესთავაზოს.

მსგავსი თემები