“ოქრუაშვილი თავად აღიარებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებდა” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის მცდელობას ის თავად აღიარებს.

“კადრები საჯაროა და საზოგადოებამ დაინახა, რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ხდებოდა. მათ შორის, ის, თუ ბატონი ოქრუაშვილი იქ რას საქმიანობდა. არც თავად უარყოფს, პირიქით, აღიარებს სხვებისგან განსხვავებით, რომ ნამდვილად აპირებდა პარლამენტის შენობაში შესვლას. იუმორიც მოიშველია, ხელფასის ასაღებად შევდიოდიო. დანარჩენი, როგორ და რას აპირებდა, რა ვითარებაში აპირებდა, ის, რომ პარლამენტზე იყო შტურმი, ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის, არც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. დანარჩენს კი ქართული მართლმსაჯულება დაადგენს” – განაცხადა მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები