ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს კვირაში ერთხელ უფასოდ მიიღებენ

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, რაიონის მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა. კვლევები მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალ მზერასთან“ თანამშრომლობით, რაიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს კვალიფიციური კონსულტაცია და გამოკვლევები  კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაუტარეს. აქციაში ჩუღურეთის რაიონის 80-ზე მეტი მცხოვრები მონაწილეობდა.

პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, კლინიკის ხელმძღვანელობა და რიმა ბერაძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძიდ, „ახალი მზერა“ კვირაში ერთხელ უფასოდ მიიღებს და კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს.

„მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების თხოვნით, წარმომადგენლობაში ხშირად მომმართავენ. ამიტომ, უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პროფილის კლინიკებთან თანამშრომლობით, დავიწყეთ მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. სულ მალე, ამ აქციამ კამპანიური ხასიათი მიიღო. ამგვარი აქციებით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია, ვინაიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია“! – განაცხადა რიმა ბერაძემ.

გამოკვლევებს კლინიკის მთავარი ექიმი ნინო შარაზადიშვილი ესწრებოდა.

მსგავსი თემები