“ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში” – ვაჟა ექიმი ჟურნალისტების “ტყვეობაში”

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის დღეს გათავისუფლება საზოგადოებისთვის ისევე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც თავად ვაჟა გაფრინდაშვილისთვის. 

გორის სამმართველოს დატოვების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტების “ტყვეობაში” აღმოჩნდა. ექიმმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მან საზოგადოებასა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ჟურნალისტები მის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალებით დაინტერესდნენ, თუმცა ვაჟა ექიმმა განაცხადა, რომ უფრო ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს.

“ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში. ამიტომაც ვამბობ, საშიშროება მოდის თქვენი მხრიდან. გამიშვით სახლში”, – მიმართა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები