ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება

ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს. როგორც მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებმა ვითარება გააუმჯობესეს, სენაკის შემთხვევაში კი, მანამ, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ რეგულაციებს არ გაითვალისწინებს, ბაზარი დროებით დაიხურება.

ალექსანდრე მოწერელიამ ასევე განმარტა, რომ რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევათა რაოდენობამ იკლო, ამიტომაც აკრძალვების გამკაცრებაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის.

“რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანას, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარების გამო, ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების მკვეთრ შემოდინებას ველოდებით, რისთვისაც რუხში მდებარე საავადმყოფოს დაჩქარებული წესით ამზადებენ”, – განაცხადა მოწერელიამ.

მსგავსი თემები