„ორსული, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში პირველად ვამბობ თქვენთან, რომ პირველი ანალიზით განკურნებულია“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„უნდა ავღნიშნო, რომ ორსულები არ განეკუთვნებიან რისკჯგუფებს, თუმცა კონტროლი და თავის დაცვა აუცილებელია“ – ამის  შესახებ  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ წარმომადგენელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

პაატა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში ინფიცირებული ორი ორსული იყო, თუმცა ერთი უკვე გაიწერა და მეორე ორსულის პირველ ანალიზზეც პასუხი აურყოფითია.

„ჩვენ სულ გვყავდა კოვიდინფიცირებული ორი ორსული პაციენტი, ერთი შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით, მაგრამ გამოვიდა მდგომარეობიდან და გაწერილია, ის იყო 24 კვირის ორსული, მეორე ორსული, რომელიც შემოვიდა ასევე  მძიმე კლინიკური ნიშნებით დღეს პირველად ვამბობ თქვენთან, რომ გუშინ ჩატარებული კვლევით განკურნებულია, თუმცა პროტოკოლით ველოდებით მეორე ანალიზსაც.“ განაცხადა – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები