ორსულის აცრა გრიპის ვირუსზე სასურველია, წითელაზე – დაუშვებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორსულის გრიპის ვირუსზე აცრა არის სასურველი და ძალიან საჭირო, მაგრამ მისი წითელას ვირუსზე აცრა დაუშვებელია. 

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვის სავალდებულო აცრები იწყება 1 წლის ასაკში, მეორედ – 5 წლის ასაკში იცრებიან. წითელას ვირუსის შეხვედრის რისკჯგუფში არიან 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები და ერთ წლამდე ბავშვები, რომლის დედა არ იყო იმუნური. თუ დედა იმუნურია, ბავშვს არ შეხვდება წითელა. 

​მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, ​თუ 6-თვემდე ბავშვთან წითელას ვირუსის მატარებელს ჰქონდა კონტაქტი, დასაშვებია ბავშვის აცრა, თუმცა ეს არ ჩაითვლება გეგმიურ აცრად. 

“ქვეყანაში არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადექვატური მარაგი და მომსახურება მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

აღსანიშნავია, რომ წითელა, ვაქცინით მართვადი ინფექციური დაავადებაა. ის ვრცელდება იმ ქვეყნებსა და ტერიტორებზე, სადაც სრული მოსახლეობის 95%-ზე მეტი არაა იმუნური.

​როგორც “მედიაცენტრ მთვარს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საქართველოში წითელას გავრცელება აქტიურად გასული საუკუნის 1990-იანი წლებში დაიწყო, 2008 წელს, სამიზნე კონტიგენტის, 6-27 წლის ასაკის მოქალაქეების მხოლოდ 50% აიცრა.  

წითელას აფეთქების პირველი ტალღა საქართველოში, 2004-2005 წლებში დაფიქსირდა, როდესაც აღირიცხა დაავადების 8391 შემთხვევა, უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში. ლეტალურად დასრულდა 9 შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი,  დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.

მსგავსი თემები