“ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს” – დაჩი ბერაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას განცხადებით, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება.

„ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებაში საკითხზე დისკუსია გავხსენით, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. რეგიონებში შეხვედრები მქონდა და მათი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი რატომ არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა“, – აცხადებს ბერაია.

მსგავსი თემები