ორმაგი მოქალაქეობა ევროპაში მიღებული და ნებადართულია – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ეთნიკურად არაქართველებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა დაჰპირდა. ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ის იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და სწორედ იმიტომ, რომ დაბადებულია საფრანგეთში, სხვებზე უკეთ ესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა.  კერძო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე რელიგიის, წარმოშობის, კულტურისა და ენის მიუხედავად  თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს.

” მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა.  სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი, დავიწყე მუშაობა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

​შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

მსგავსი თემები