ორკვირიანი არდადეგები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები