ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე გადამწყვეტი ხმა ნატა იმედაიშვილს ეკუთვნის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა აზრი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე ორად გაიყო. ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა, მისი იმპიჩმენტი მოითხოვა, ორი კი ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე, იმპიჩმენტის წინააღმდეგია. მრჩეველთა საბჭოში სულ 5 წევრია, შესაბამისად, გადამწყვეტი ხმა საბჭოს დირექტორის ნატა იმედაიშვილის იქნება. როგორც იმედაშვილი ამბობს, საჩივრის შემომტანების და დირექტორის პოზიციების მოსმენამდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სხდომა საჯარო იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  რომ ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება.

“ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა – უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

მსგავსი თემები