ორი დღის განმავლობაში  Stopcov​ ფონდში 6 მილიონამდე ლარი მოგროვდა

„ბოლო ორი დღის განმავლობაში,  Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა“ ამის შესახებ საქართველოს  ირაკლი ჩიქოვანმა, „კორონავირუსთან“ დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა.

„როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალურიპასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები