“ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი “ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც”- გია გაჩეჩილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ნივთიერების მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში “ევროპული საქართველოს” წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ, რომლებმაც დარბაზი მალევე დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, კი, “ეს არის ტერორისტული აქტი“.

“რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი “ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მსგავსი თემები