“ორი ადამიანი გაიქცა, მესამესთან, რომელიც „კასტილებით“ იყო, ცოტნემ ჩხუბი გააგრძელა” – რა მოხდა ინციდენტის დღეს (ვიდეო)

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ინცინდენტის დღეზე საუბრობს.

მისი განმარტებით, ბავშვობის მეგობრები, ერთ-ერთი მეგობრის ძმის გარდაცვალების დღის აღსანიშნავ სუფრასთან შეიკრიბნენ, სადაც ცოტნესა და სტუმარს შორის შელაპარაკება მოხდა.

ულებადამცველი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პეტრე ყუფარაძე სუფრასთან მოგვიანებით მივიდა:    

„ცოტნესა და პეტრეს მეგობარს, კახა ჩხეტიანს, რომელიც დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამოა დაკავებული, ძმა ჰყავს გარდაცვლილი და სამეგობრო ყოველ წელს აღნიშნავს მის გარდაცვალების დღეს. ასე იყო 19-შიც, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ დაესწრო, რადგან ახალობელი გარდაეცავალა და რუსთავში წავიდა. იქიდან დაბრუნდა დაახლოებით 7-ის ნახევარზე, მთვრალ მდგომარეობაში. გაახსენდა, რომ იქ სუფრა იყო და მივიდა. ეზოში იყო გაშლილი სუფრა, მას იქ დახვდა ოჯახის პატრონი კახა ჩხეტიანი და სამი მისთვის უცნობი პირი. როგორც შემდეგ გაირკვა, ესენი იყვნენ ჩხეტიანების ნათესავები. ეს რომ მივიდა, ცოტნე სუფრიდან გასული იყო და დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდა. როგორც გაირკვა, ამ სუფრასთან თავიდანვე იყო ცოტნე, ღვინოც მან მიიტანა…

ყუფარაძემ სადღეგრძელო ასწია და ამ დროს, გვერდიდან ესმის შეკამათების ხმა, ამ სამი მისთვის უცნობი ადამიანიდან ერთ-ერთი, ეკამათება ცოტნეს. თემა ვერ გაიგო, რაზე კამათობდნენ, შემდეგ როგორც გაირკვა, ღვინის თემაზე დაიწყო კამათი, მაგრამ გაგრძელება არ ჰქონია ამას, იმიტომ, რომ კახა ჩხეტიანმა მოკიდა სტუმარ ნათესავს ხელი და ეზოდან გაიყვანა. სუფრასთან დარჩა ყუფარაძე, გამსახურდია და ოჯახის პატრონი. ისინი რომ გავიდნენ, ცოტნემაც გასვლა დააპირა, მაგრამ ყუფარაძემ არ გაუშვა, იმის გამო, რომ ინციდენტი აღარ გაგრძელებულიყო. ყუფარაძე მობრუნდა და სახლის პატრონთან გააგრძელა საუბარი… რამდენიმე წუთში მოიხედა და ცოტნე იქ აღარ იყო.

ყუფარაძემაც დააპირა წასვლა, გამოვიდა ეზოდან. ცოტნეს მიმართულებით ცხოვრობს, ერთი გზა აქვთ. როცა აღმართი აირა, ცოტნეს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიბნელეში გაიგონა ხმაური, გინება და ჩოჩქოლი. წავიდა იმ მიიმართულებით და როცა მიუახლოვდა, დაინახა, რომ ორი ადამიანი გაიქცა. მესამე იყო „კასტილებით“, იმან ვერ მოახერხა გაქცევა და ცოტნემ მასთან გააგრძელა ჩხუბი, რა დროსაც მოუსწრო ყუფარაძემ, მოკიდა ხელი და ცდილობდა, გამოეყვანა. ამ დროს კახა ჩხეტიანიც გამოჩნდა, „კასტილებიანი“ რომ გამოიყვანა, გამსახურდიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა. ჩაკეცილ მეგობერს პეტრე ყუფარაძემ ხელი შეაშველა, მაგრამ სიმძიმის გამო, ვერ დაიკავა, დააწვინა ასფალტზე.

ამ დროს, როგორც ჩანს, ხმაურზე სასწრაფო და პოლიცია უკვე ვიღაცას ჰყავდა გამოძახებული. მოვიდა პოლიცია, დაინახა, რომ ყუფარაძეს ასფალტზე უწევს ესა და პატრონობს, შეეკითხა, რა მოხდაო, დაჭრილიაო უთხრა, პოლიციამ რომ შეხედა, იცნო ცოტნე და ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო. ცოტნე საკაცეზე ყუფარაძემ თვითონ დააწვინა, შეიყვანა სასწარაფო დახმარების მანქანაში და მეზობელ კახა ტალახაძესთან ერთად, რომელიც სუფრასთან არ ყოფილა, თვითონაც შეჰყვა,“- განმარტავს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, პირველ ჩვენებაზე, როცა პეტრე ყუფარაძე დაკითხეს, მან გამოძიებას უამბო ყველაფერი, გარდა იმისა, რომ სუფრასთან იხდნენ, მეორე დღეს კი, პოლიციამ ყუფარაძე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

მსგავსი თემები