ორბელიანის მოედანი დღეს საზეიმოდ გაიხსნება

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმღერები.

ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ქუჩებზე დასუფთავების სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მოედანზე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განხორციელდა ნაგებობების აღდგენა, 13 კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლს შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.

” 3 ივნისს,  20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

მსგავსი თემები