“ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ აპოკალიფსი ახლოვდება” – პრემიერ მინისტრი

“ოპონენტებმა დღე თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა პასუხების მოსმენა არ არის და სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და თქმა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვაში გააკეთა.

როგორც პრემიერ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, მთავრობის ამოცანა სიღარიბის დაძლევაა: “თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. 300-ზე მეტ ქალაქს შორის, თბილისი მე-15 ადგილზეა. არავინ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემები არ არის, პრობლემები არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი. იმის მაგივრად, რომ დღეს ჩვენ მოვისმინოთ კრიტიკა, კონკრეტული პოზიციები, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. მე გპირდებით, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული პოზიცია, რეკომენდაცია – მზად ვართ გავითვალისწინოთ მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ ის რეალურ ცხოვრებაში“.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს მხოლოდ ორი მტერი ჰყავს.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი. ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. სიღარიბეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად მივიჩნევთ და ჩვენი ეკონომიკური-პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ სიღარიბე დავძლიოთ,” – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

მსგავსი თემები