ოპოზიციურმა პარტიებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

საქართველოს პროკურატურასთან ხმაური და ხალხმრავლობაა. პარლამენტის შემდეგ, ოპოზიციამ ბოქლომი მთავარ საგამოძიებო უწყებას დაადო.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

ადგილზე თემირლან მაჩალიკაშვილი, “გამარჯვებული საქართველოს” წევრები, “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა  მობილიზებული.

მსგავსი თემები