“ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი გასულია მომსახურების ზონიდან” – მამუკა მდინარაძე

“ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, ის გასულია მომსახურების ზონიდან. ჩვენ მოგვიწოდებენ რაღაცებს გარედან, მაგრამ გარედან მოწოდება და კომიტეტზე არშესვლა ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს – მათ ეს მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებათ”, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, ის გასულია მომსახურების ზონიდან. გუშინ მთელი სერიოზულობით გვიტმკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნახევარ-კილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს. რამდენად რაციონალურია და როგორ შეიძლება სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ თითოეული საარჩევნო უბნის კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა? მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება, საარჩევნო უბნამდე მიაცილონ ამომრჩეველი, მიუთითონ, სად უნდა შევიდნენ. ჩვენ ხომ ამაზე არ ვსაუბრობთ და არც რომელიმე პარტიისთვის ვაწესებთ რაიმე განსხვავებულ რეგულაციებს – ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის. არჩევნებამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში ოფიციალურ უწყებებს ეკრძალებათ, რომ განათავსონ საკუთარი რეკლამა, რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთონ – ეს ხომ ხელისუფლების მიერ თვითშეზღუდვას ნიშნავს. ჩვენ მოგვიწოდებენ რაღაცებს გარედან, მაგრამ გარედან მოწოდება და კომიტეტზე არშესვლა ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს – მათ ეს მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები