“ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება” – სოფო კილაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ოპოზიციის გეგმა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის მოწყობაა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა.

სოფო კილაძის თქმით, ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება.

„2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისის, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა.

მსგავსი თემები