ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს სთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს და პლებისციტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს, დროში გაწელილი პროცესია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ძალების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ე.წ გერმანული მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის შინაარსზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მის მისაღებად 76 ხმაა საჭირო. 

გიორგი ვაშაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პროპორციულად გადანაწილდება ხმები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის და შენარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა.

„ბოლო სამი დღე ინტენსიური მუშაობის შედეგად შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს. კანონპროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. ამ მოდელში, პროპორციულად ნაწილდება ხმები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. იქნება მრავალ მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება. დოკუმენტი, რომელიც შევიმუშავეთ, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს. კანონპროექტი მზადაა პარლამენტში ინიცირებისთვის. მას სჭირდება 76 ხმა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

მსგავსი თემები