“ოპოზიცია რამდენად ზრუნავს ადამიანის სიცოცხლეზე, ეს მათი ქმედებებიდან ჩანს” – გურამ მაჭარაშვილი

“ოპოზიცია რამდენად ზრუნავს ადამიანის სიცოცხლეზე, ეს მათი ქმედებებიდან ჩანს, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა გრძელდება.

„სავარაუდოდ ხვალ იქნება პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის თანახელმოწერა, რომელიც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა 10-მაისამდე გაგრძელდეს, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა, როგორც მინიმუმ და თუ ოპოზიციაც მოვა ძალიან კარგი, შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები