“ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას” – დაჩი ბერაია

“ქართული ოცნების” წევრის დაჩი ბერაიას განცხადებით, ოპოზიციას არჩვევნებში გამარჯვების საშუალება არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნებას,

“უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე არაფრის თქმა არ მინდა. ისინი ხედავენ, რომ შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. მოემზაოდონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ თუ ამისი რესურსი აქვთ. შეგახესენებთ, რომ 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელსუფლების მშვიდობიანი შეცვლა. კრიზისს ვერ ვხედავ, ესაა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი”, – განაცხადა დაჩი ბერაიამ

მსგავსი თემები