“ოპოზიცია ისევ ფსკერზეა, ნაძვის ხე შეესაბამება ფასს და ერთ-ერთ საუკეთესოა ევროპაში” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ცოტა ხნის წინ, საახალწლო ნაძვის ხის გარეშემო გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ნაძვის ხე ფასს შეესაბამება და ერთ-ერთ საუკეთესოა ევროპაში.

თბილისის მერი ოპოზიცის ბრალდებებს იტალიურ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებებზე აბსურდულს უწოდებს.

“სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ ფსკერზეა, მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა თუ ახალი წელი პოლიტიზირებული იქნებოდა. ჩვენ დედაქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის გაბოროტებული და განაწყენებული წევრები, თბილისი საუკეთესოდ არის მორთული საახალწლოდ,” – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავარ, მილიონიან ნაძვის ხეს, საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 

მსგავსი თემები