“ოპოზიცია თუ დიალოგს და შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ მხარს უჭერს დესტაბილიზაციას” – არჩილ თალაკვაძე

“თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს,  განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები ოპოზიციას.  ეს არის  ტესტი ოპოზიციისთვის. თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები