“ოპოზიციას ლიდერი არ აკლია და არც სჭირდება“ – მირიან წიკლაური მამუკა ხაზარაძეზე

„მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდება თუ არა, დრო გვიჩვენებს, თუმცა ოპოზიციას ლიდერი არ აკლია და არც სჭირდება. უფრო სჭირდება საერთო ენის გამონახვა, უფრო კონსტრუქციულები რომ გახდნენ, უფრო ადეკვატურები რომ გახდნენ სიტუაციის მიმართ და შესაბამისად, ეს იქნება გარანტი მათი წარმატებისა“, –  ეს განცხადება პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, მისი პოლიტიკური განცხადებები კავშირში ვერ იქნება.

„თიბისი“ ბანკის თემა მანამ წამოიწია, სანამ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადებებს გააკეთებდა. პოლიტიკაში  ჩართვა არ უნდა იყოს ინდულგენცია და არც იმის მიხედვით უნდა ისჯებოდეს ადამიანი, პოლიტიკაში მოუნდება თუ არა ჩართვა. შესაძლოა, დრო არ იყო სწორად შერჩეული სს საქმის აღძვრისთვის, შესაძლოა, რაღაცა გაუგებრობასაც ჰქონდა ადგილი. თუ დანაშაული არსებობს, ის ხაზარაძის  პოლიტიკაში  მოსვლამ არ უნდა გადაფაროს,“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები