“ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსს, ნამდვილად ვხედავ” – მამუკა მდინარაძე

„მემგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს. რეალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ კომპრომისული ვარიანტი დავდეთ. მათ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, საერთოდ დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა. ახლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით. მგონია, რომ კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად რაც უფრო მცირე დრო რჩება, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია მართლაც დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მათ მოუწევთ ჩვენს კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება და მეორე – მათი ვერსიის წარმოდგენა. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ.

თებერვლის შემდეგ, მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. ვფიქრობ, როდესაც ეს დრო მოახლოვდება, ისინი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, სულ რამდენიმე დღე რჩება და ვიმედოვნებ, მოალაპრაკების მაგიდასთან დავსხდებით. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები