“ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოკლე დროში კომპრომისის მიღწევა არარეალისტურია” – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოკლე დროში კომპრომისის მიღწევა  არარეალისტურია.

კარლ ჰარცელის თქმით,  ევროკავშირი პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებს.

“შევაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო გზა ყველასთვის ხიდების შენებაა და აუცილებელი კომპრომისის პოვნაა. ყველაფერი დიალოგზეა დამოკიდებული. დიალოგი პროცესია. პირველი შეხვედრის შემდეგ რაც ვთქვი, იყო ის, რომ დიალოგი პატივსაცემი და სასარგებლო იყო. ამ შეხვედრის შემდეგ მქონდა განცდა, რომ გვქონდა პლატფორმა და სურვილი ორივე მხარის მხრიდან ამ პროცესში ჩართვის თაობაზე. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის მოგვარება დაუყოვნებლივ მოხდება, არარეალისტურია. მოვლენებზე დაკვირვებას ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა და ამას ქუჩებში დაძაბულობაზე ზეგავლენა ექნება,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები