ონკოლოგური პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში უნდა მოთავსდეს

​ონკოლოგ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საქართველოში „კორონავირუსით“ დაინფიცირებული ონკოლოგიური პაციენტი არ გვყავს, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის “ბოქსირებულ” განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, სადაც მას ადგილზე გაუწევენ დახმარებას.

„ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა, ამ ეტაპზე არ გვყავს და ვიმედოვნებ, რომ არც გვეყოლება. პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა და არის გართულებულ ფორმაში, მას სჭირდება სპეციალურ, “ბოქსირებულ” პალატაში ყოფნა. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორი იქნება, ასეთი პაციენტის არსებობს შემთხვევაში, თუნდაც ონკოლოგიური პაციენტის,  ის უნდა მოთავსდეს ჩვეულებრივ, “ბოქსირებულ” პალატაში, სადაც მას  ონკოლოგიური კუთხით ყველა სერვისი შეექმნება“, – განაცხადა თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები