“ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება” – ეკაერინე ტიკარაძე

“სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში” შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწყის ეტაპზე “უნივერსალური სამედიცინო ცენტრის” (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები